ლა ლიგა 12 ივნისს "სევილია"-"ბეტისის" მატჩით ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს ცნობილი გახდა, რომელი მატჩით დაბრუნდება ლა ლიგა, რომელიც მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

ესპანეთის ჩემპიონატის გადატვირთვა 12 ივნისს, პარასკევს მოხდება. 28-ე ტურის ფარგლებში, ანდალუსიურ დერბის ვიხილავთ, "სევილია" სახლში "ბეტისს" მიიღებს.

ლა ლიგის დარჩენილი ტურების მთლიანი კალენდარი 28 მაისს იქნება ცნობილი.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ