ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, ესპანეთში მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ სანამ კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას არ მისცემენ.

"იმისათვის, რათა მაყურებლები სტადიონებზე მატჩებს დაესწრონ, ჩვენ ვაქცინა გვჭირდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვალში ან იანვარში გვექნება. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ვაქცინა ზამთარში გვექნება".

პრიმერას გასული სეზონის გათამაშება ეპიდემიის გამო მარტში შეჩერდა, ივნისში განახლდა, მორიგი ჩემპიონატი კი სტარტს 11 სეტემბერს "გრანადასა" და "ბილბაოს" მატჩით აიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არის დიქტატურა!
krazana
16:32 08-09-2020
0
სანამ ეგ ვაქცინა იქნება, ვირი ხეზე ავა და ვიყოთ ესე მაყურებლის გარეშე, რომელიც მრთლა უინტერესო სანახავია.
კვაზი
11:20 08-09-2020
3

სიახლეები პოპულარული