"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა

AutoSharing Option
"ვალენსიამ" მწვრთნელი ალბერტ სელადესი სამუშაოდან დაითხოვა.

44 წლის სელადესის გადაყენების მიზეზი "ღამურების" უხეირო ასპარეზობაა. სეზონის ბოლომდე გუნდს ვორო გონსალესი უხელმძღვანელებს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მწვრთნელად დროებით უმუშევარ ერნესტო ვალვერდეს დანიშნავენ.

სელადესმა "ვალენსია" გასული წლის სექტემბერში მარსელინიო ტორალის ნაცვლად ჩაიბარა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.

ცნობისათვის, "ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ უკვე მე-11 მწვრთნელი მოხსნა.

სელადესთან ერთად კარისაკენ კლუბის სპორტულ დირექტორ სესარ სანჩესს მიუთითეს, რომელსაც ეს თანამდებობა 2020 წლის იანვრიდან ეკავა.

"ვალენსია" 32 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატზე 46 ქულით მერვე ადგილზეა, შემდეგ ტურში
კი "ბილბაოს" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ