"ვალენსიაში" ბუნტია? - სელადესი პრესკონფერენციაზე მარტო მივიდა

AutoSharing Option
"ვალენსიას" მწვრთნელ მარსელინიოს გადაყენება მტკივნეულად აღიქვეს ფეხბურთელებმა და დიდი სიხარულით მის შემცვლელ ალბერტ სელადესს არ შეხვდნენ. ეგ კი არადა, "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" ახალ თავკაცს მარტო მოუწია მისვლა.

მარსელინიომ განაცხადა, რომ კლუბის მფლობელი გუნდის საქმეებში ერეოდა და თასის მოგების გამო გადააყენა.

გასულ უქმეებზე სელადესის ხელმძღვანელობით "ვალენსია" "კამპ ნოუზე" "ბარსელონასთან" 2:5 დამარცხდა.

"ჩელსისა" და "ვალენსიას" შეხვედრა დღეს, 17 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული