ბარტომეუ ამალითურთ სეტიენს სახლში ეწვია - RAC1-მა შეხვედრის დეტალები გაამხილა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ თავის მხლებლებთან ერთად გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენის სახლში იმყოფებოდა, - იტყობინება კატალონიური რადიო RAC1.

თურმე, "ბარსას" პრეზიდენტი კლუბის სხვა მაღალჩინოსნებთან - ერიკ აბიდალთან, ოსკარ გრაუსთან და ხავიერ ბორდასთან ერთად კვირა საღამოს სეტიენს სახლში ეწვია.

ბარტომეუმ სეტიენს მხარდაჭერა გამოუცხადა და გუნდთან მისი კონფლიქტი განიხილა. როგორც ძველ, კეთილ დროში იტყოდნენ, შეხვედრამ მეგობრულ, თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, დამშვიდობებისას კი ყველა სეტიენს ძველი დოსტივით გადაეხვია.

მოკლედ, კიკეს არ მოხსნიან, რამეთუ ეს მომავალ წელს ბარტომეუს საპრეზიდენტო არჩევნებზე უარყოფითად იმოქმედებს.

ადრე
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეტიენს გადაყენებას უპირებენ და მის ნაცვლად დუბლების მწვრთნელს, ხავიარ გარსია პიმენტას დანიშნავენ.