"ბარსელონა" სეტიენს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს

AutoSharing Option
ენრიკე სეტიენი, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია, სავარაუდოდ, შემდეგ სეზონში გუნდის თავკაცი აღარ იქნება.

"ბარსას" ხელმძღვანელობა სეტიენით უკმაყოფილოა და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიტოვებს გუნდში, თუ პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ამჟამად კატალონიელები ლა ლიგაში მეორე ადგილზე არიან და პირველადგილოსან მადრიდის "რეალს" 2 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი "ნაპოლის" უნდა შეხვდნენ საპასუხო მატჩში. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სეტიენის წინააღმდეგნი გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე არიან. მათ არ მოსწონთ ესპანელი სპეციალისტის ტაქტიკები და კომენტარები.

კიკე სეტიენმა "ბარსელონა" იანვარში
ჩაიბარა. მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ახალი მწვრთნელის პოტენციური კანდიდატი გუნდის ლეგენდა ხავი ერნანდესი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ კაცის კი არა სუ რო კლოპი მოიყვანონ რომელიც არ მოვა სუ რო ეხვეწონ მაინც არ მოეწონებათ :)) ვინმეს უჩნდება კითხვა არგენტინის ნაკრებს და ბარსელონას რატო არავინ წვრთნის ნორმალური ??? არასდროს ??
Papuna
18:09 29-06-2020
0
გულის ამრევია ამათი მენეჯმენტი რაა,გასპარის დროს როგორც მუშაობდნენ,ზუსტად ისეა.მესი რომ არ ყავდეთ,ლიგაზე გასვლაც გაუჭირდებოდათ.მწვრთნელი ვერ უშოვიათ,ფეხბურთელებს უგემოვნოდ არჩევენ,მესია შემქმნელი ნახევარმცველიც,საგოლე პასის ავტორიც და გოლის გამტანიც.რაკიტიჩს არ ათამაშებენ და მასზე უკეთესიც არ ყავთ.არტური,ვიდალი,დე იონგი,ბუსკეტსი.ოთხივე ჩამშლელია.ისე ამ ეტაპზე შესაფერისი მწვრთნელის მოძებნაც რთულია,ერთადერთი ვარიანტი ხავია ფაქტიურად.კუმანი უნდათ,მარა ჰოლანდიის ნაკრებშია.პოჩეტინიოს არც განიხილავენ,არადა რას უწუნებენ საინტერესოა.
master
17:08 29-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული