სეზონის დასრულებისთანავე "ბარსელონას" ხავი ჩაიბარებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ხავი, რომელიც ამჟამად "ალ-სადის" მთავარი მწვრთნელია, კატალონიურ კლუბს მწვრთნელობაზე შეუთანხმდა და მოვალეობის შესრულებას სეზონის დასრულების შემდეგ შეუდგება. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

40 წლის სპეციალისტის კანდიდატურას ჟოზეპ ბართომეუმაც დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კი გამყარებულია იმით, რომ ხავის "ბარსას" ფეხბურთელები კარგად იცნობენ და თანახმანი არიან, მისი თავკაცობით გააგრძელონ თამაში.

გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი კიკე სეტიენი ან სეზონის დასრულებამდე იქნება, ან ადგილს "ბარსელონა ბ"-ს მწვრთნელს, გარსია პიმენტეს დაუთმობს.

ასევე დაგაინტერესებთ