დასასრულის დასასრული? სეტიენს ფეხბურთელები განუდგნენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელის, კიკე სეტიენის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

Marca-ს ცნობით, სეტიენის ასისტენტის, ედერ სარაბიას საქციელმა ერთგვარი ბარიერი აღმართა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის.

სეტიენის მომავალი "ბარსაში" საფრთხის ქვეშაა და უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუმცა ეს უკვე საჩემპიონო რბოლაზეა დამოკიდებული.

"ბარსელონა" ლა ლიგაში მე-2 ადგილს 70 ქულით იკავებს. მათ მადრიდის "რეალი" 1 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული