კუმანთან შესახვედრად მესიმ შვებულება შეწყვიტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ გუნდის ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანთან შესახვედრად შვებულება შეწყვიტა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

ესპანური გამოცემების ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ მესი "ბარსას" დატოვებას აპირებს და კუმანმა მიღებული გადაწყვეტილება უნდა გადააფიქრებინოს.

კუმანი მესის თავის პროექტს გააცნობს, რომელშიც გუნდის ლიდერის როლი ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ