მესი: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მადრიდის "რეალს" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა. როგორც "ლა პულგამ" Infobae-სთან ინტერვიუში განაცხადა, "ბლანკოსი", შედეგების მიხედვით, ნომერ პირველია, თუმცა თამაშის ხარისხით "მანჩესტერ სიტი" უკეთესია.

"მსოფლიოში საუკეთესო კლუბი უდავოდ მადრიდის "რეალია". მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, წინა წლებშიც შესანიშნავი შედეგები დააფიქსირეს, ისევე, როგორც "მანჩესტერ სიტიმ".

მიუხედავად ამისა, პირადად მე "მანჩესტერ სიტის" თამაშის ყურებას ვამჯობინებ. ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდი, რომელსაც გვარდიოლა წვრთნიდა, რაღაც განსაკუთრებულია.

ფეხბურთის თამაშის დონით "სიტი" პირველია, შედეგებით კი - მადრიდის "რეალი", - განაცხადა მესიმ.

altდუბლი და საგოლე პასი

სუარესს - ლიონელ მესი მაგარ ფორმაშია [VIDEO]

alt"MLS-ში 80 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნებოდა" - ჯუზეპე როსი ლიონელ მესიზე

alt"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად" - ილია თოფურია ლიონელ მესისა და მაიამის "ინტერის" სხვა ვარსკვლავებს შეხვდა [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბარსელონას ლიდერი რომ ამას იტყვის,დაფასება უნდა.ბარსელონას,სიტის,ბავარიას თუ სხვა გრანდებს,გამარჯვებისათვის,ჩვეულებრივ სათამაშო უპირატესობა სჭირდებათ,თამაშში.რეალი კი,მაშინაც იმარჯვებს,როცა თამაშში, თითქოს მეტოქე სჯობნის.ამით სჯობნის სხვებს.შეუძლიათ არაფრისგან შექმნან შანსი და გამოიყენონ კიდეც.არ ვარ,მათი გულშემატკივარი,მაგრამ მათ თამაშში ხელოვნება ვერ დაინახო,ნიშნავს რომ ფეხბურთი არ გიყვარს.
სოსო
18:00 14-06-2024
0
ამ ნათქვამით მესიმ ფაქტიურად ალიყური აჭამა და სილა გააწნა გაბერილ ლაპორტას!
basta laportas
14:36 08-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული