RAC1: მესიმ კუმანს უთხრა, რომ "ბარსელონას" დატოვების სურვილი აქვს

AutoSharing Option
თავდამსხმელ ლეო მესის მომავალი "ბარსელონაში" ისევ გაურკვეველია

33 წლის არგენტინელი გუნდის ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს შეხვდა და თავის მომავალზე ესაუბრა.

კუმანი თავის პროექტზე ელაპარაკა. RAC1-ის ცნობით, მესიმ უთხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, დატოვებს თუ არა "ბარსას".

ლეომ კუმანს განუცხადა, რომ "ბაიერნთან" 2:8 წაგების შემდეგ გუნდში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და ისიც იცის, რა სირთულეები ელის გუნდის გამოცვლის შემთხვევაში, რამეთუ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბარსელონამ" მესისა და კუმანის შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ გაავრცელა.