კოუტინიო: დიახ, ამ ყველაფრის შემდეგ "ბარსაში" უნდა დავბრუნდე

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მიუნხენის "ბაიერნში" განათხოვრებულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მომავალზე ჯერ არ მიფიქრია, ამ წუთამდე ჩემი აზრები ფინალს ვერ სცდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მე უნდა დავბრუნდე ["ბარსელონაში"].

ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის გახლავთ, რომ მუშაობა და წარმატების მიღწევა მსურს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ. დასაწყისიდანვე გუნდი ძალიან კარგად ემზადებოდა, სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ "ბაიერნმა" დამსახურებულად გაიმარჯვა. ბედნიერები ვართ", - განაცხადა კოუტინიომ.

ასევე დაგაინტერესებთ