ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 8 სექტემბრამდე შვებულებაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვადამდე დაბრუნდა "ბარსელონაში" და ვარჯიში დაიწყო.

გასულ სეზონში ის "ბაიერნში" იყო განათხოვრებული, მიუნხენურ კლუბს 120 მილიონ ევროდ შეეძლო მისი კონტრაქტის გამოსყიდვა, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ის შეცვლაზე შევიდა და "ბარსელონას" დუბლი შეუსრულა.

ასევე დაგაინტერესებთ