France Football-ის მკითხველებმა სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს

AutoSharing Option
საფეხბურთო გამოცემა France Football-მა საკუთარი ვებგვერდის მკითხველებს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველი.

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ესპანელი საკუთარ პოზიციაზე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა, ხოლო 32%-ს განსხვავებული აზრი აქვს.

"რასაკვირველია, სერხიო რამოსი საუკეთესოა. განა შეიძლება ვინმე მასზე მაღლა დავაყენოთ?" - დაწერა ერთმა.

"სათამაშო ღირსებებითა და მიღწევებით სერხიო საუკეთესო ლიბერო გახლავთ. დღევანდელ ფეხბურთში მისი სწორი არავინაა; მიმაჩნია, რომ არც ისტორიაში", - აღნიშნა მეორემ.


მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩივძე, ალბერტინი, ნესტა, მალდინი, შირეა, ფაკეტი, ბეკენბაუერი, შტილიკე, იერო, პასარელა. თავის ამპლუაში ყველა ეს ფეხბურთელი ბევრად სჯობდა მას. და საერთოდ პოზიციურად ბევრ შეცდომებს უშვებს და ბინძური მცველია. ლიდერის თვისებები უდავოდ აქვს, მაგრამ პირველი, გადაჭარბებულია!
G.A.L.
16:07 27-10-2020
4
მართლაც ძალიან მაგარია! ლიდერი ხომ განუმეორებელი. ყველას კომენტარი გადავიკითხე და ცოტა გული დამწყდა. არავის ახსოვს მურთაზ ხურცილავა. მე მხოლოდ 2 თამაში მახსოვს, რომ ჩააგდო. 1 ევროს ფინალი გერმანიასთან და მეორე ალმატაში კაირატთან (0-5 წავაგეთ, თამაში არ მინახავს, მაგრამ ამბობდნენ დინამოს გააყიდიესო). ეს კი ათეული წლების მანძილზე. ყველგან გაუვალი იყო, უხეშობის გარეშე ნებისმიერ თავდასხმელს აჩერებდა! შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა, მახსოვს მოსკოვის დინამოსთან პირველ ტაიმში მარჯვენა ფრთაზე(!) უტევდა სულ და, თუ არ ვცდები, 5-2 მოვუგეთ მისი დამსახურებით! სხვა დრო იყო და ევროპაში მხოლოდ ნაკრებთან ერთად თუ ითამაშებდა. ნამდვილად საუკეთესო იყო როგორც მცველი და როგორც ლიდერი. დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას ვუსურვებ.
alexandre
10:58 27-10-2020
0

სიახლეები პოპულარული