105 მილიონად შეძენილმა დემბელემ "ბარსელონაში" მეცხრე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "კადისთან" წაგებულ (1:2) გასვლით მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ და თავის გუნდს 2-3 კვირა ვერ დაეხმარება.

23 წლის დემბელე "ბარსამ" "დორტმუნდისგან" 2017 წელს 105 მილიონ ევროდ შეიძინა, მას შემდეგ უკვე მეცხრე ტრავმა მიიღო და 500 დღეზე მეტი გაატარა ლაზარეთში.

მან კატალონიურ გუნდში 56 მატჩში 13 გოლი გაიტანა და კლუბს უნდა, 2022 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაუგრძელოს.

ასევე დაგაინტერესებთ