კოუტინიოს "ბარსელონა" ამ სეზონში აღარ ათამაშებს

AutoSharing Option
"სანი" ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბარსელონა" ამ სეზონში ნახევარმცველ კოუტინიოს აღარ ათამაშებს.

საქმე ისაა, რომ თუ ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში კიდევ 7 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, "ბარსა" ვალდებული იქნება, მის ყოფილ კლუბს, "ლივერპულს", არსებული შეთანხმების თანახმად, 4.5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

კოუტინიომ დეკემბერში მენისკის ოპერაცია გაიკეთა, ამ სეზონში კი 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.