კავანი "ბარსელონაში" გადასვლას აპირებს

AutoSharing Option
ვეტერანი ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი "მანჩესტერთან" ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ვინაიდან "ბარსელონაში" გადასვლა სურს, - იტყობინება "თაიმსი".

"ბარსელონას" შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, ტრანსფერების გასაჩარხად საჭირო თანხები არ გააჩნია და თავისუფალ აგენტად მყოფ კავანის უფასოდ ჩაიგდებს ხელში.

კავანი "მანჩესტერში" 2020 წელს გადავიდა, პრემიერლიგაზე მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამჟამად ტრავმირებულია, Transfermark-ის მიხედვით კი, მისი ფასი 6 მილიონი ევროა.