"ბარსას" ხელმძღვანელობა კოუტინიოს გაცვლას მანჩესტერულ გუნდებში შეეცდება

AutoSharing Option
"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევით რგოლში ახალი ფეხბურთელების მოყვანას შეეცდება.

როგორც გაირკვა, კლუბის სპორტული დირექტორები ინგლისის ქალაქ მანჩესტერში იმყოფებიან და ადგილობრივ კლუბებს შესაძლო გაცვლას სთავაზობენ.

როგორც Diario Sport-ი წერს, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ფილიპე კოუტინიოს გასხვისება ფერან ტორესის ("სიტი") ან ედინსონ კავანის ("მანჩესტერ იუნაიტედი") სანაცვლოდ სურს, თუმცა ჯერჯერობით ორივე კლუბი უარზეა. შეგახსენებთ, ბოლო დროს გავრცელდა სიახლე, რომ "ქალაქელები" მზად იყო ფერანი ლა ლიგაში სათამაშოდ გაეშვა, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონაში" დიდი გადაადგილებები გველოდება.

რაც შეეხება კოუტინიოს, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში პრიმერაში 10 შეხვედრა გამართა, თავი კი 2 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ იმის ბრალია რომ ლივერპულში რომ ხარ ლიდერი, თან ლიგას იგებ ანუ ამ მომენტში საუკეთესო კლუბი ხარ და გარბიხარ ბარსაში სადაც მესის დუბლიორობა მოგიწევს...
ნიმბუსი
09:43 12-12-2021
1
კოუტინიო, დაღუპა სკამზე ჯდომამ და ტრავმებმა, ფეხბურთელისთვის სათადარიგოზე ჯდომა და უთამაშებლობა, არის ნამდვილი კატასტროფა, უჩნდებათ არასრულფასოვნების თვით შეგრძნება, რომ არიან გუნდისთვის გამოუსადეგარები და აქედან იწყება ფორმის დაკარვა, დეპრესიები და ასე შემდეგ. უბრალოდ დასანანია ასეთი კარგი ფეხბურთელის ჩაკარგვა.
rezi
14:33 01-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული