"მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ..." - "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი Marca-ს ესაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპერმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპე უკვე ფაქტობრივად გაიფორმა.

"მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. კილიამ მბაპემ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა, დარწმუნებული ვარ ამაში. ვიცნობ ფლორენტინო პერესს" - ციტირებს Marca გასპარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, "ბლანკოსი" ფრანგს სეზონში 50 მილიონ ევროს ჰპირდება.

მოგეხსენებათ, მბაპე პსჟ-ში 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა. ამ სეზონში ლიგა 1-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 10 გოლითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კილიანის ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2021/22 წლების ზაფხულში იწურება, მის სახელს კი "სამეფო გუნდს" დიდი
ხანია უკავშირებენ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული