"ბარსამ" სალაჰის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი "ბარსელონაში" არ გადავა, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. 29 წლის ეგვიპტელმა ხუთსეზონიანი კონტრაქტის გაფორმება და წლიურ გასამრჯელოდ 17 მილიონი ევრო მოითხოვა. კატალონიურ კლუბს სალაჰის გადაბირება ძალიან უნდოდა, მაგრამ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

ტრანსფერის გაჩარხვას აგრეთვე ხელი სალაჰის "ლივერპულთან" მოქმედმა ხელშეკრულებამ შეუშალა, რადგან ინგლისური კლუბი დიდ თანხას მოითხოვდა.

ახლა "ბარსა" ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) ან რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) გადაბირებას შეეცდება.