"ბარსელონამ" ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" წარმომადგენლები "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის აგენტს გაესაუბრნენ, - იტყობინება ჟერარ რომერო "ტვიტერით".

კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა აგენტ პინი ზაჰავის განუცხადეს, რომ მზად არიან ტრანსფერში 30-35 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"ბარსა" პოლონელს 2+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" მზადაა ლევანდოვსკი 40 მილიონად გაყიდოს.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ლევანდოვსკიმ კლუბში 48 მატჩში 43 გოლი გაიტანა.