პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მთავარი კონკურენტი დაასახელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ L'Equipe-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა. ესპანელის აზრით, მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პსჟ-ს მთავარი კონკურენტი მადრიდის "რეალი" იქნება.

"როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მადრიდის "რეალი" უნდა ვახსენოთ. მათ შესაძლოა, საშინელი სეზონი ქონდეთ, ლა ლიგაში ლიდერს 20 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მათი ტურნირია და აქ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე არიან. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ტურნირზე ფავორიტები არ ყოფილან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მათი გამარჯვებით სრულდებოდა.

"ბარსელონა"? ისინი სწორი მიმართულებით ვითარდებიან. დარწმუნებული ვარ,
მომდევნო წლებში არაერთი წარმატება ელოდებათ. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება, პარიზელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ.

არ მეგონა, რომ ენრიკეს გუნდი "ლივერპულს" გამოაგდებდა, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. მქონდა პატივი, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ 3 წლის განმავლობაში მეთამაშა. ესპანელი ტოპ სპეციალისტია და იცის წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო. მას სასურველი გუნდის ასაშენებლად დრო აუცილებლად მიეცემა. მოედანზეც ჩანს, რომ ფეხბურთელები ენრიკეს დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ. გარდა ამისა, ლუისს კლუბის მფლობელიც ენდობა, ასე რომ, მისთვის ყველაფერი შესანიშნავადაა", - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით "ბარსელონამ" 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც პიკე ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო.

altლუის ენრიკე: "ენფილდზე" ვიმხიარულე - ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ სტადიონზე კარგად თამაში შეგვიძლია

altლუის ენრიკე: მოსაგებად ჩამოვედით და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
 

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემპიონთა ლიგას ისეთი ფორმატი აქვს რო ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერის გამოდგება. ეს არ ნიშნავს რო რომელიმე გუნდი ვინმეზე ძლიერია ან სუსტი.პსჟ არ არის ლივერპულზე ძლიერი გუნდი,არც 2018 წელს იყო რეალი ლივერპულზე ძლიერი გუნდი და არც სხვა დროს.რეალი იმიტო არის ფავორიტი ლიგაზე რო მსოფლიო ვარსკვალევები ყავთ და რაღაც თამაშებს კარგად თამაშობენ.რას მეუბნებით,გუნდი რომელიც ვერ უგებს ლასპალმასებს და ოსასუნებს,გადის ევროპაში და ამარცხებს ბავარიას ან ლივერპულს? პიკეს სიტყვები "შეიძლება ლიდერს ლალიგაში 20 ქულით ჩამორჩებოდეს,მარა ლიგა მაინც მოიგოს" ამას ნიშნავს.მერე და სად ლალიგა და სად ჩემპიონთა ლიგა. იმ მომენტში როცა ატლეტიკო ჩემპიონი გახდა,ასტონ ვილამ უფრო მეტი გამოიმუშავა,ვიდრე ატლეტიკომ.ასტონ ვილამ მაშინ 16 ქულა დააგროვა და გავარდა ეპლიდან.რაც შეეხება დღეის მონაცემებს,ყველაზე დიდი ფული კლუბს პრემიერლიგის მოგებით შეუძლია გამოიმუშავოს,ეს თანხა არის თითქმის 40 მილიონით მეტი ლიგის მოგების პრიზზე მეტი. ლიგაზე წარმატება დამოკიდებულია იმაზე,რა ფორმაში და ხასიათზე არიან გუნდები. ძნელია,როცა ოთხშაბათ პარიზში თამაშობ,მერე ფრენა და შაბათს ისევ თამაში გაქვს პრემიერლიგაში,მერე სამშაბათს ეთამაშები სახლში პსჟ. ეს არის აქ არასწორი ფორმატი,რაც გუნდების სიძლიერეს კი არ განსაზღვრავს,არამედ იმას თუ ვინ როგორი დასვენებულია კონკრეტულ მომენტში,რა შემადგენლობა ყავს და რამდენად ტრავმიანია გუნდში სიტუაცია.ლივერპული ახლად იქმნებოდა,სკამი არ ყავდა დიდი და ფინალამდე უწია 2018 წელს,სადაც რეალთან დამარცხდა. არადა,სანამ რამოსი მხარს ამოუგდებდა სალაჰს,ლივერპულის საჯარიმოს ვერ უახლოვდებოდა რეალი,მერე ის მომენტი იყო და თავდასხმელის ნაცვლად კლოპმა ემრე ჯანი შეუშვა,ხოდა თქვენ ამბობთ რო რეალი ლივერპულზე ძლიერი იყო? მეტი არ იქნას. მერე პსჟზე რო აბოდებთ,რა პსჟ უფრო ძლიერია,ვიდრე ლივერპული? მოდით გავიხსენოთ,რამდენი ფეხბურთელი დაიმატა პსჟ ჯერ ზაფხულში და მერე ზამთარში,მერე ლივერპულს შეხედეთ,ერთი კიეზა მოიყვანა და მორჩა.თქვენ გგონიათ ეს განსაზღვრელი არ არის? მავანნი იტყვის,დაემატებინა ლივერპულსაც ფეხბურთელები... დაემატებინა კარგია,უეფას ფეირპლეის შეზღუდვა პსჟ და სიტიზე არ მოქმედებს,თორე ლივერპულზე აუცილებლად იმოქმედებს,ამაში დარწმუნებულები იყავით. როცა ვამბობ,არაბებმა იყიდეს უეფა,ამას ვგულისხმობ და არა იმას რო პსჟ რომელიმე ფეხბურთელი მძულს. რას მეუბნებით,პრემირლიგაში მოთამაშე ლივერპულს უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს,ვიდრე პსჟ? რანაირად,რითი ჯობია,ბრენდით თუ მაკრეტინგის კეთებით? უეფას წესების მიხედვით,მფლობელს დასაწყისიდან 3 წლის მანძილზე შეუძლია ინვესტირება გუნდში,მერე გამომუშავებაზე არის.საინტერესოა,საიდან მოიტანა პსჟ ნეიმარის,მესის და მბაპეს ხელფასების გადასახდელი მილიონები,რანაირად შეუძლია დიდი ფული გონშალო რამოშში გადაიხადოს და 222 მილიონი ბარსას ნეიმარში შეაძლიაო? მე გეტყვით,თვითონ კლუბს არ შეუძლია,თუმცა შეუძლია მის მფლობელს,რომელსაც ინვესტირების უფლება არ აქვს. რეალი რო რეალია,იმას არ შეუძლია გადაიხადოს 222 მილიონი და ასტრონომიული ხელფასები დაუნიშნოს ფეხბურთელებს,როგორიც მესის,ნეიმარს და მბაპეს ქონდათ. ეს ფეხბურთი არ არის,ეს არის ტიტულის ყიდვის მცდელობა და კორუფცია უეფაში. ამაზე თვალებს ხუჭავთ,რადგან ქართველია იქ და რა მერე მაგით? რუსეთის არმიას რო გადახედოთ,აუცილებლად მოიძებნება ქართველი იქ და რა გინდათ მითხრათ რო რუსებს უნდა ვუქომაგოთ? რა შუაშია ეროვნებასთან,როცა არაბის გუნდია და საფრანგეთის სახელი გააქვს? თუ მანამდეც ქომაგობდით გასაგებია,მარა მანამდე არ მოგწონდა და ახლა მოგწონს იმიტო რო ქართველი თამაშობს,ეს იდიოტიზმია მარტივად. არ შეიძლება ეგრე,ეს ანომალია.როგორც ის,გუშინ ნაპოლის რო ქომაგობდით და იუვეში რო გადასულიყო,მერე იუვეს ქომაგები გახდებოდით. ეს ქომაგობა კი არ არის,ეს არის უვიცობა და ესე არ ხდება ფეხბურთში. არ შეიძლება ადამიანი იყოს დღეს სელტიკის ფანი და ხვალ რეინჯერსს ქომაგობდეს,როგორც რივერის და მერე ბოკას ქომაგი იყოს. ეს არის ანომალია და ეგ გჭირთ თქვენ. საქართველოს ნაკრებში ჩამოდის და ნაკრებს უქომაგეთ,ვინმემ გეუბნებათ რო ნაკრებში ხვიჩას არ უქომოგოთ? ე.ი. ხვიჩასთან კი არ მაქვს გართულება,არამედ მის კლუბთან და არაბების გამოჩენასთან ევროპულ ფეხბურთში.რაც თავის დროზე,არაბებმა დაპყრობითი ომებით ვერ შეძლეს,ახლა ფულის საშუალებით აკეთებენ და იპყრობენ ევროპას. თქვენ მიზიხართ და მეუბნებით,რომ მე ხვიჩა მძულს,ხოდა რა შუაშია აქ ხვიჩა ან სიძულვილი? ეს ამბავი აუცილებლად დაღუპავს ევროპას და საქართველოსაც. არაბები იმაზე კეთილები არ გამხდარან,ვიდრე ადრე იყო და ვერც გახდებიან,როგორც თურქები კი არა და ოსმალები. ფრთხილად იყავით,ისეთი ფული არ აიღო,რომელიც გაჟღენთილი იქნება ქრისტიანების სისხლით და უფრო მეტიც,ქართველების სისხლით გაჟღენთილი სისხლი არ უნდა აიღო და სწორედ ასეთია არაბული ფული. ახლა იტყვით რო სხვა დროა და მართლა? რა ომები აღარ არის თუ ადამიანები უტოპიაში ჰარმონიულად ცხოვრობენ? ეს ფეხბურთია,რითაც სახელს იწმენდნენ არაბები,მერე სხვა რამეზე გადავლენ.
იასონას უდარი
08:04 28-03-2025
3
ასტონ ვილა ისეთი გუნდია, ადვილი მოსალოდნელია რაც ლივესთან გადახდა პესეჟეს, იმაზე მძიმე ბრძოლა მოუწიოს და სულ არ გამიკვირდება თუ გამოაგდებენ...
გურულო
22:38 27-03-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული