"რეალი" ვინისიუსს 2028 წლამდე დაიტოვებს, გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ვინისიუსის თამაშით კმაყოფილია და კონტრაქტის გახანგძლივებაც სურს.

მხარეებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ და საჩქაროც არაფერია, ამასთან ერთად, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ხელშეკრულება ჯერ კიდევ მოქმედია, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ სეზონის მიმდინარეობისას ამ თემაზე არ ეფიქრათ და ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ თამაშზე ყოფილიყო, ახლა ლა ლიგა დასრულდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იმყოფებიან და უკვე დროა ბრაზილიელმა ხელშეკრულება გაახანგძლივოს.

კლუბს სურს, რომ შემტევი "ბლანკოსის" შემადგენლობაში 2028 წლამდე დარჩეს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 350 მილიონი ევროდან 1 მილიარდ ევრომდე ავა.

რაც შეეხება ხელფასს,
ვინისიუსი ამჟამად დაახლოებით 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, განახლებული კონტრაქტის მიხედვით კი "სელესაოელის" ანაზღაურება თითქმის 10 მილიონი ევრო იქნება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altვინისიუსის ჰეთ-თრიკი, მოდრიჩის 3 საგოლე პასი - "რეალმა" "ლევანტე" სეგუნდაში გაისტუმრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული