"ვალენსიამ" ხოსე ბორდალასი გადააყენა

AutoSharing Option
"ვალენსიამ" მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სამუშაოდან დაითხოვა, - ამის შესახებ კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კლუბმა გადაყენებულ მწვრთნელს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ესპანური მედიის ცნობით, "ღამურებს" ჯენარო გატუზო ან რუი ვიტორია ჩაიბარებს.