
პრეზიდენტ ანილ მურტის გადაყენების შემდეგ "ვალენსია" მწვრთნელ ხოსე ბორდალასის სამუშაოდან დათხოვნასაც აპირებს.
"ვალენსია" შეიძლება ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს, - იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.
გამოცემის ცნობით, გატუზო თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად სინგაპურში გაფრინდა, სადაც "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმს შეხვდა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და მხოლოდ ბოლო დეტალებიღაა გასარკვევი. გატუზოს 2+1 სისტემის ხელშეკრულება შესთავაზეს.
გატუზო ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "სიონს", "პალერმოს", "ოფის", "პიზას", "მილანსა" და "ნაპოლის" წვრთნიდა.
"ვალენსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, რომელსაც ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან.