დემბელე "ბარსელონაში" დარჩენასთან ახლოსაა - ხავიმ მოთამაშე პირადად დაარწმუნა

AutoSharing Option
ფრანგი შემტევი ოსმან დემბელე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

"ბლაუგრანას" თავკაცმა ხავიმ მოთამაშე პირადად დაარწმუნა, რომ კონტრაქტზე ხელი მოეწერა.

მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა ახალი შეთავაზებით პოზიციები დაახლოვდა "ბარსა" ფრანგს წელიწადში 18 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ დემბელე კატალონიელებთან ვერ შეთანხმდება, 1 ივლისს ოფიციალურად თავისუფალი აგენტი გახდება.

სტატია მომზადებულია Sports-ის მიხედვით