ცნობილი ხდება, რამდენი იქნება ლევანდოვსკის ანაზღაურება "ბარსელონაში"

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალწვეულის რობერტ ლევანდოვსკის ხელფასი სეზონში 9 მილიონი ევრო იქნება.

როგორც იცით, დღეს პოლონელი ოფიციალურად გახდება "ბლაუგრანას" წევრი და კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კატალონიელებს მისი ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდებათ, 5 მილიონს კი ბონუსების სახით გადაიხდიან. "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ლევანდოვსკიმ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისი ოცნების ახდენით ძალიან ბედნიერია.