მესი "ბარსელონაში" დაბრუნდება? - ესპანური პრესა ლაპორტას გეგმაზე წერს

AutoSharing Option
Sport.es-ი წერს, რომ მომავალ ზაფხულში შესაძლოა, ლიონელ მესი "ბარსელონაში" დაბრუნდეს. კატალონიური კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მიზანია, რომ არგენტინელი ვარსკვლავი კვლავ "ნოუ კამპზე" იხილოს.

როგორც იცით, 35 წლის ფეხბურთელს მომავალ წელს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, ლაპორტა კი მას კონტრაქტს და "ბარსელონაში" დაბრუნებას შესთავაზებს.

მესი "ბლაუგრანას" ფორმას 2004/21 წლებში ირგებდა და ამის შემდეგ პარიზულ გუნდში გადაბარგდა.