"რეალის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 30 წლის ისკო ალარკონი "სევილიასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ანდალუსიაში ჩავიდა.
"სევილიას" საიტის ცნობით, ისკო ორშაბათს მედშემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.
ისკო "ვალენსიას" აღზრდილია, "რეალში" 2013 წელს გადავიდა და მის რიგებში 53 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით ისკოს ფასი 7.5 მილიონი ევროა.