კონტრაქტი გაწყვეტილია - ბრაიტვაითი "ბარსელონადან" წავიდა, თუმცა კატალონიაში დარჩა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვაუწყებს, რომ დღეს მარტინ ბრაიტვაითი "ბარსელონასთან" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს გაწყვეტს.

დანიელი შემტევი კვლავ კატალონიაში დარჩება, "ესპანიოლში" გადაბარგდება და კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანას" მწვრთნელად ხავი დაინიშნა, ბრაიტვაითს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა და მან მოედანზე მხოლოდ 22 წუთი დაჰყო.
ასევე დაგაინტერესებთ