კესი შესაძლოა, "მილანში" დაბრუნდეს, თუმცა არა "როსონერიში"

AutoSharing Option
"ბარსელონას" სურს, რომ "ინტერს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს. კატალონიელების მიზანია, ფრანკ კესის ნაცვლად ნიკოლო ბარელა მიიღონ.

"ბლაუგრანა" მზადაა, "ნერაძურის" დამატებით 30 მილიონი ევროც შესთავაზოს.

როგორც იცით, კესი "ბარსელონაში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ინტერის" თანაქალაქელი "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.