"მილანი" ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანი" "ჩელსიდან" ნათხოვარ 25 წლის პორტუგალიელ შემტევ ჟოაო ფელიქსს არ გამოისყიდის.

ფეხბურთელი ზაფხულში ლონდონურ გუნდში დაბრუნდება, თუმცა უკვე იწერება იმის შესახებ, რომ მის დატოვებას არც "არისტოკრატები" აპირებენ.

ჟოაო "როსონერიში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სეზონის ბოლომდე იჯარით 5,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მან ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას სჭირს ამ ბიჭს?..ბენფიკაში სასწაულებს სჩადიოდა.
შაქრო ჯიმბიტიშვილი
19:16 01-04-2025
1
Shemdegi gachereba saudia arabeti!!!
L.J .
17:26 01-04-2025
0

სიახლეები პოპულარული