"რეალმა" 70 მილიონ ევროდ 16 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, "რეალმა" "პალმეირასიდან" 16 წლის ფორვარდის, ენდრიკ ფელიპეს ტრანსფერი შეათანხმა.

"სამეფო გუნდი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის და ის ესპანეთს მაშინ მიაშურებს, როდესაც 18 წლის გახდება.

ენდრიკ ფელიპე "პალმეირასის" აღზრდილია. ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ