ანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი კასილასს გადაუსწრო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდი ისტორიაში მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც "სიტის" დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას შედეგის გამეორებაა.

იტალიელმა ეს ნიშნული სწორედ პეპის კლუბთან მეოთხედფინალურ 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დააფიქსირა, როდესაც "ეტიჰადზე" პენალტების სერიაში იმარჯვა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა მანუელ ნოიერი, რომლის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "არსენალს" 1:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში მათ სასარგებლოდ 3:2 დაფიქსირდა და ნახევარფინალშიც გავიდნენ.

ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი 58-ე შეხვედრაში შეინახა მშრალად და კასილასს გადაასწრო (57 მატჩი გოლგაუშვებლად).
მკითხველის კომენტარები / 4 /
ორი მართლაც გენიოსი მწვრთნელია ფოტოზე..ანჩელოტი ცოტა ძველი ეპოქის..მაგრამ მაგაშია სიდიადე..ახალ რეალობასთან ადაპტაცია..გვარდიოლაა და ყოველ წელს ჩემპიონობის ფავორიტია პრემიერ ლიგაა თუ ჩემპიონთა ლიგა..ამათ პლუს კლოპი..ალბათ საუკეთესო სამეულია.
კიეზა.
19:53 18-04-2024
0
ბუფონი რა შუაშია ვერ მივხვდი
გიგა
19:18 18-04-2024
0

სიახლეები პოპულარული