მესის ძმა: ლაპორტას მოვისვრით - ესპანელები მოღალატეები არიან

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის ძმამ, მატიას მესიმ, განაცხადა, რომ ლეო "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.

"კატალონიური "სპორტის" სათაური მახსოვს: "მესი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს". ჩვენ არ დავბრუნდებით, მაგრამ თუ დავბრუნდებით, მაგარ წმენდას მოვაწყობთ. კლუბის უმადურ პრეზიდენტ ლაპორტას მოვისვრით.

"ბარსელონა" ცნობილი მხოლოდ მესის წყალობით გახდა. ყველა "რეალზე" ლაპარაკობდა. ვისაც ბარსელონის ნახვის საშუალება გაქვთ, შეიხედეთ კლუბის მუზეუმში, ნახავთ, რომ ეს მესის მუზეუმია.

გულშემატკივრები ქუჩაში ლაპორტას გადაყენების და მესის დატოვების მოთხოვნით უნდა გამოსულიყვნენ. ესპანელები მოღალატეები არიან", - განაცხადა მატიას მესიმ Twitch-ის ეთერში.