"60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა" - ანჩელოტი "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "რეალი" 4:0 დაამარცხა და "ბაიერნის" შემდეგ "სამეფო გუნდიც" გაანადგურა.

მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენი შანსები გვქონდა და პირველ ტაიმში კარგადაც გამოვიყურებოდით. დაცვაში შეცდომები დავუშვით და კონტრშეტევებზე დავისაჯეთ.

პირველი 60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო, ბოლო ნახევარი საათი კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.

"ბარსელონა" 30 ქულით ლიდერია, "რეალი" კი 24 ქულით მეორე ადგილზეა.

altსრული ფიასკო - "რეალი" სახლში "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთს კი არა 5-6 თამაშს ეყოფოდა ამდენი გამოუყენებელი მომენტები რეალის მხრიდან. ბარსას დაცვა არაფრად ვარგოდა, ამდენჯერ მეკარესთან პირისპირ გასვლა ერთი თამაშისთვის ძალიან ბევრია.
ჟორა გაბრიჭიძე
19:30 27-10-2024
5

სიახლეები პოპულარული