"რეალმა" "ესპანიოლს" სძლია და "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ესპანიოლი“ 3:1 დაამარცხა.

სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ხოსელუს გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ კი უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და პირველივე ტაიმში მოახერხეს წინ გასვლა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, მადრიდელები უფრო ხშირად უტევდნენ, როდრიგოს მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ბოლოს "ესპანიოლი" იერიშებზე გადავიდა, "სამეფო გუნდმა" სწრაფ კონტრშეტევაზე დაიჭირა და შეცვლაზე შესულმა ასენსიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„რეალი“ 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 6 ქულით ჩამორჩება და კატალონიურ გუნდს 20 მარტს გასვლაზე შეხვდება, ხოლო
იქამდე, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „ბარსა“ 25-ე ტურის შეხვედრას 13 მარტს სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს.

. ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში კლუბში მე-19 გოლი გაიტანა, რაც ტოპ 5-ის ლიგებში ბრაზილიელთა საუკეთესო შედეგია.
. კროოსი მეექვსე ლეგიონერია, რომელმაც „რეალში“ 400 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ესპანიოლი 3:1
გოლები: 0:1 ხოსელუ (8), 1:1 ვინისიუსი (22), 2:1 მილიტაო (39), 3:1 ასენსიო (90+3)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რეალ, მაგ სეპარატისტებს გამოგლიჯეთ პირველობა!
რეალის ფანი.
22:14 11-03-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული