კასტელიანოსი, "რეალის" კოშმარი - "სამეფო გუნდი" კატალონიაში დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში „ჟირონამ“ საკუთარ მოედანზე „რეალს“ 4:2 სძლია.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველ ტაიმში 24 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა კასტელიანოსმა ("ნიუ-იორკ სიტიდან" იჯარით ჰყავთ აყვანილი) მასპინძლები დუბლით დააწინაურა, ვინისიუსმა კი ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ კასტელიანოსმა კიდევ ორჯერ დალაშქრა კურტუას შემცვლელი ლუნინის კარი და 72-ე წუთზე შეცვალეს. 85-ე წუთზე ვასკესმა გაიტანა და მატჩი 4:2 დასრულდა.

"ბლანკოსმა" პრიმერაზე ერთი ფეხბურთელისგან ოთხი გოლი 76 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

„რეალი“ 65 ქულით მეორე ადგილზეა და „ბარსელონას“, რომელიც 27 აპრილს სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება,
11 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, „ბარსას“ შეუძლია 14 ქულით გაექცეს. „სამეფო გუნდი“ შემდეგ მატჩს 29 აპრილს სახლში „ალმერიასთან“ გამართავს.

ჟირონა. „მონტილივი“. 13 306 მაყურებელი
ჟირონა - რეალი 4:2
გოლები: 1:0 კასტელიანოსი (12), 2:0 კასტელიანოსი (24), 2:1 ვინისიუსი (34), 3:1 კასტელიანოსი (46), 4:1 კასტელიანოსი (62), 4:2 ვასკესი (85)

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენც რეალ?! ))
თემო გი.
07:28 26-04-2023
0
დიდი ამბავი...რეალმა კი არა დინამო თბილისმაც კი წააგო დღეს)))
გიუშა
00:20 26-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული