კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - "ბარსელონას" ფეხბურთელებმა თავს მოედნიდან გაქცევით უშველეს

AutoSharing Option
სძლია რა გასვლაზე "ესპანიოლს" 4:2 "ბარსელონა" ოთხი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოედნის ცენტრში ფეხბურთელებმა ზეიმი დაიწყეს, რამაც მასპინძელი გუნდის ფანები გააგიჟა. ისინი მოედანზე გადავიდნენ და "ბარსას" მოთამაშეებს ანგარიშის გასასწორებლად დაედევნენ.

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს, მათ კი საფრთხისგან თავის დაღწევაში სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლები და პოლიციელები დაეხმარენ. "ესპანიოლის" გულშემატკივრები მათ სხვადასხვა საგნებსა და სკამებს ესროდნენ.

Sportall.Ge

თუმცა, "ბარსამ" ზეიმი გასახდელში გააგრძელა, სადაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა შამპანურით გაწუწეს, რომელსაც ეს ნაკლებად ადარდებდა, ყველასთან ერთად ხტუნაობდა და ყველას ეხვეოდა.

"ესპანიოლი" 31
ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და სეგუნდაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ასევე დაგაინტერესებთ