პირველად ბოლო 13 წელში - ლევანდოვსკის ცუდი ასპარეზობა სამშობლოშიც არ გამორჩათ

AutoSharing Option
პოლონურმა Przeglad Sportowy ტრადიციულად წლის ბოლოს ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ სიაში პირველად ვერ მოხვდა "ბარსელონას" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა.

პირველი ადგილი ჩოგბურთელმა იგა სვიატეკმა ირგუნა, რომელიც ქალთა რეიტინგის ლიდერია და 2023 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, პოლონელს ამ სეზონის შემდეგ MLS-ში უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას.
ასევე დაგაინტერესებთ