"სერიოზულად? შენ? ამას შენ გააკეთებ?" - რა უთხრა ლევანდოვსკიმ ვინისიუსს პენალტის შესრულების წინ

AutoSharing Option
ესპანური პრესა იმ დეტალებზე წერს, თუ რა უთხრა პენალტის შესრულების წინ რობერტ ლევანდოვსკიმ ვინისიუსს.

როგორც იცით, ანგარიშით 2:1-ზე, პირველი ტაიმის მიწურულს, "რეალმა" თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც გოლად ბრაზილიელმა გარდასახა.

პენალტის შესრულებამდე კი ვინისიუსის დაბნევა პოლონელს სურდა. ლევანდოვსკი "ბლანკოსის" შემტევთან მივიდა და უთხრა: "სერიოზულად? შენ? ამას შენ გააკეთებ?". ბრაზილიელმა მხოლოდ ის უთხრა, რომ პენალტის დარტყმას მართლაც თავად აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის ფინალში 4:1 დაამარცხა. 

altვინისიუსის პროვოკაცია, სტვენა კროოსს და ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა - ყველაფერი, რაც გუშინდელი

"ელ კლასიკოდან" უნდა იცოდე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო და კი გაუყარა შიგ ვარშავაში))
მამუკა
18:47 15-01-2024
23

სიახლეები პოპულარული