19 წლის შემდეგ - მუნიაინი "ბილბაოდან" მიდის

AutoSharing Option
"ბილბაოს" 31 წლის შემტევმა იკერ მუნიაინმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ის "ატლეტიკის" აღზრდილი გახლავთ და 19 წელია, ბასკთა რიგებში რაც ირიცხება, წლევანდელი სეზონი კი მისთვის მე-15 იყო.

ყველა ტურნირზე ჯამში მუნიაინმა 557 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 75 გოლი გაიტანა და 70 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.