ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე ტურში დარჩენილი 9 მატჩი გაიმართა.

„ლიონმა“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 4:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში პირველად არ ათამაშეს. „ოლიმპიკმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ევროპა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს სახლში „ბეშიქთაშთან“ ჩაატარებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ლიონი 1:4
გოლები: 0:1 ფოფანა (10), 1:1 ლოურენსი (14), 1:2 ლაკაზეტი (19), 1:3 ლაკაზეტი (45+1), 1:4 ფოფანა (55)

სხვა მატჩების შედეგები

ბილბაო - ალკმაარი 2:0
ბეშიქთაში - აინტრახტი 1:3
ელფსბორგი - რომა 1:0
პორტუ - მანჩესტერი
3:3
ტვენტე - ფენერბაჰჩე 1:1
პაოკი - სტიაუა 0:1
უნიონი - ბოდო გლიმტი 0:0
ვიკტორია - ლუდოგორეცი 0:0

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორივე შემტევმა დაგლიჯეს გუშინ ლაკაზეტიმაც და ფოფანამ ხო საერთოდ, ეხ მიქაუტაძეს არ შეშვებაა და ამათი კარგი თამაში არაა კარგის ნიშანი ჟორჟისთვის, არაუშავს ჟორჟ კიდე მოგეცემა აუცილებლად შანსი და უნდა გამოიყენო თუ კიდე ვერ გამოიყენე აბა თავზე ხელს ვეღარ გადაგისვავენ, იქნები 15-20 წუთის იმედად.
kesha
10:43 04-10-2024
0
ეტყობა ისევ აიაქსის ისტორია გამეორდება,ჟორჟი სათადარიგო გახდა და შაბსები ალბათ ნაკლებად მიეცემა.სანიოლმაც უნდა გაითვალისწინოს და კვარას ბუდუ შეუწყვილოს,სინჯოს მაინც,კაცი გოლს გოლზე იტანს და....
მირო
10:43 04-10-2024
8

სიახლეები პოპულარული