"რეალში" არასდროს ვითამაშებ - იამალმა "ბარსელონას" ფანებს პირობა მისცა

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა პირობა დადო, რომ "რეალში" არასდროს ითამაშებს.

"ბარსელონას" ფეხბურთელობის გარდა, მე ამ გუნდის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ვარ. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ "რეალში" არასდროს ვითამაშებ", - ციტირებს იამალს Marca.

გასულ სეზონში იამალმა პრიმერას 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.