
მოგეხსენებათ, ეგვიპტელს 30 ივნისს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი ეწურება და "ბლაუგრანაში" გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
კატალონიელთა მთავარი პრობლემა სალაჰის ხელფასია. ის "ლივერპულში" სეზონურად 15 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, ამის გადახდა კი ესპანურ გუნდს არ შეუძლია და თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება, ტრანსფერი შესაძლებელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელს საუდის არაბეთის ერთ-ერთი გუნდი სეზონურად 50 მილიონ ევროს სთავაზობს.