წიტაიშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება - "გრანდამ" აბასკალი გაათავისუფლა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილის "გრანადამ" სეგუნა დივიზიონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გილერმო აბასკალი გაათავისუფლა.

გუნდმა საწყის 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, რაც არადამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვალა და კარისკენ მიუთითეს.

აბასკალს სავარაუდოდ, ხოსე როხო მარტინი (იგივე პაჩეტა) ჩაანაცვლებს, ვისაც არაერთ ესპანურ გუნდში უმუშავია და ბოლოს "ვილიარეალს" ედგა სათავეში.