ხულიან ალვარესს მია ხალიფასთან რომანი აქვს? - ყოფილმა პორნო ვარსკვლავმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
არგენტინულ და იტალიურ პრესაში გავრცელებული დაუსაბუთებელი ცნობებით, "ატლეტიკოს" 24 წლის შემტევ ხულიან ალვარესს რომანი 31 წლის ლიბანელ ყოფილ პორნო ვარსკვლავ მია ხალიფასთან აქვს.

აღნიშნულის შესახებ განმარტების გაკეთება თავად გოგონას მოუწია, რომელმაც ჭორები უარყო და X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ყველაფერი განმარტა.

"არავის ვხვდები და ასეც რომ იყოს, არავინ იქნებოდა ისეთი, ვისაც ახსოვს რას აკეთბდნენ 9/11-ის დროს", - წერს ხალიფა.

ხალიფამ 2001 წლის 11 სექტემბერ ნიუ-იორკში მომხდარი დიდი ტრაგედია იგულისხმა, როდესაც "ალ-ქაიდას" ტერორისტული აქტის შედეგად 2996 ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ