ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში გურამ კაშიას "სლოვანი" "ატლეტიკოსთან" გასვლაზე 1:3 დამარცხდა. სლოვაკურმა regiony.sme.sk-მ აღნიშნულ მატჩზე ბრატისლაველ ფეხბურთელთა რეიტინგი გამოაქვეყნა და ჩვენდა სამწუხაროდ, საიტმა ყველაზე სუსტად საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიიჩნია.

"მეორე გოლის დროს კაშიამ სიტუაცია ვერ შეაფასა, როდესაც მას თავზე 14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი გადაახტა. ის ფრანგისგან მესამე გოლის მომენტშიც შორს იყო. გურამი "ატლეტიკოსთან" ყველაზე სუსტი მოთამაშე იყო", - წერს გამოცემა.

ინფორმაციისთვის, სლოვაკებმა კაშიას 3 (მაქსიმუმ 6-ქულიანი მაჩვენებლით) ქულა დაუწერეს, მაგრამ სხვა გამოცემები ამას არ ეთანხმებიან. მაგალითისთვის, Flashscore-მა ქართველი 6,7 ქულით შეაფასა, რაც "სლოვანში" ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. Whoscored-მა კი გურამ 6,5 არგუნა, რითაც ასევე ბევრ თანაგუნდელს აჯობა.

T.q
საერთოდ არ არის მტკივნეული გადაწყვეტილება ასაკშია აღარ შეუძლია უნდა ეყოს ნამუსი და წავიდეს მაგის გამო და ქართული ჯიგრული პონტის გამო მომავალი ვარსკვლავი გვიზის სკამზე უკრაინა ჩეხეთი მაგის და კვირკველიას კისერზეა გინდაც ალბანეთის!
მერაბი ჩხოროწყუ
ხდება ხოლმე ფეხბურთში, ამგვარი რაღაცეები, მახსოვს ლეგენდარულმა დავით ყიფიანმა აართვა ბურთი ლეგენდარულ ინტერის მცველს ჯაჩინტო ფაკეტის და გაიტანა გოლი იქ მილანის სან სიროზე , ერთით ნული მოიგო დინამო თბილისმა ,ვინ იტყვის რომ ფაკეტის ბრალია ,ასე რომ გურამ არ ინერვიულო ყველა გულშემატკივარი თქვენთან ვართ, გვახსოვს ზღაპრის ბოლო კეთილია წარმატებებს გისურვებთ კაშო, მადლობა
Levani
კაშიას შემცვლელად 1-1ში უნდა ყოფილიყო გელაშვილი. შუაში გელაშვილი და მარჯვნივ გოგლიჩიძე სამეულში დვალთან ერთად. ოღონდ ბოლო დროს როგორ თამაშობს გელაშვილი არ მიყურებია. კაშიას დიდი მადლობა და მისი სისწრაფე ვერ ეწევა ჩვენი ნაკრების მზარდ დონეს,შემტევ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ ნელი მცველებით. ქეცბაიას ავტობუსი და ვაისის მიკროავტობუსი დაძველდა, თუ გვინდა პორშე გვყავდეს მტკივნეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ,თორემ შეგვრჩება ხელში პაზიკ-ზაპოროჟეცი
სოსო
კაშიაას ზურგს უკან ჩააგდეს ბურთი!კაშია უკან იხევდა და ვერც გრიზმანს ხედავდა.ამ დროს პარტნიორმა უნდა გაგაფრთხილოს,თუმცა მაგ შემთხვევაშიც ძალიან ძნელია,უკან ნაბიჯზე,ნახტომის გაკეთება.პასი იყო,ძალიან მაგარი და საერთოდაც,სლოვანის კლასის ფეხბურთელს,ატლეტიკოს კლასის ფეხბურთელი რაღაცით უნდა სჯობდეს.ასე არ არის?გრიზმანი კი,საერთოდაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავია და ამას,დღესაც ამტკიცებს.საფრანგეთის ნაკრების და ატლეტიკოს ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელებში ირიცხება და მასთან მომენტის წაგება,ვარსკვლავური დონის მცველებისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია.რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს,ის მარჯვენა ცენტრალური მცველია,კაშიასაგან განსხვავებით და მას ვერ შეცვლის.თუ მიზეზობაზე წავა საქმე,იტალიის ჩემპიონატში,სულ უაზროდ აიკიდა წითელი ბარათი და ამის გამო,მისმა გუნდმა,0-3 წააგო!რა,მაგის გამო გადავუსვათ ხაზი?შეცდომა ყველას მოსდის!სისულელეა,ფეხბურთელის პასპორტში ყურება!კაშია,არც ჭაბუკობაში გამოირჩეოდა,დიდი სისწრაფით.მას სულ სხვა კოზირები ჰქონდა და აქვს.ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა.
დათო
გინდა არ გინდა ასაკი თავისას შვება…..
ბბბ
ბევრი ლაპარაკის გარეშე გოგლიჩიძე უნდა იყოს ნაკრებში. გადაახტა გრიზმანი, აბა რა ქნა?
ეჰ, ძნელია სიბერე....
სანამ უცხოელები არ ეტყვიან სანიოლს, მანამდე ვერ უნდა მიხვდეს?
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
"ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ..." - რა თქვა ლუის ენრიკემ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ - გრიზმანმა ზაფხულში შესაძლოა, "ატლეტიკო" დატოვოს
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კაშიას კარგი მატჩი "მილანთან" და "სლოვანის" დასანანი მარცხი [VIDEO]
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ლუის ენრიკეს ქალიშვილთან ურთიერთობის ჭორების შემდეგ - ლე ნორმანი დაჯილდოვებაზე ახალ გოგონასთან ერთად გამოჩნდა [VIDEO]
"ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია" - ტიერი ანრი
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: "რეალის" დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]
გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და "ატლეტიკოში" დარჩენა სურს
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი - "ატლეტიკომ" მუსო გამოისყიდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ანტონის დამატება ლა ლიგის გრანდს სურს
"ესპანურ ფეხბურთს იმიჯს ულახავთ" - "ატლეტიკო" "რეალის" ქმედებას ეხმაურება
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია