უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

"დუდელანჟისა" და "ყარაბაღის" მატჩი მთიანი ყარაბაღის სომხური დროშის გამო შეჩერდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "დუდელანჟისა" და "ყარაბაღის" მატჩი მთიანი ყარაბაღის სომხური დროშის გამო შეჩერდა.

პირველ ტაიმში, როდესაც სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მოედანზე სტადიონის სახურავიდან გაშვებული დრონი გამოჩნდა, რომელზეც მთიანი ყარაბაღის დროშა იყო მიბმული. აზერბაიჯანული გუნდის ფეხბურთელები დრონის ბურთით ჩამოგდებას ცდილობდნენ.

მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა და გუნდები გასახდელში გაიყვანა. შეხვედრა 15 წუთის შემდეგ განახლდა.

აზერბაიჯანელები მომხდარს სომხურ პროვოკაციად აფასებენ.

შეგახსენებთ, "დუდელანჟმა" "საბურთალოს" მძლეველი "არარატ არმენია" დაამარცხა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.