გუგეშაშვილი "ბაიერთანაც" არ ათამაშეს - მის რუს კონკურენტს 5 გაუტანეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ყარაბაღი“ სტუმრად „ბაიერთან“ 1:5 დამარცხდა.

ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგო იყო, კარში კი რუსი ანდრეი ლუნევი იდგა, რომელსაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა 5 გოლი გაუტანეს. ის ამ გუნდში 2021-23 წლებში იმყოფებოდა და 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ყარაბაღი“ H ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს სახლში „ბაიერთან“ ჩაატარებს.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ყარაბაღი 5:1
გოლები: 1:0 ვირტცი (4), 1:1 ბაირამოვი (16, პენ), 2:1 გრიმალდო (29), 3:1 ბონიფასე (35), 4:1 გრიმალდო (55), 5:1
ტაპსობა (58)

მკითხველის კომენტარები / 5 /
რად უნდოდათ ეს მესამე ვიღაც რუსი გაუგებარია,ისედაც გუგეშას და მეორე აზერს ათამაშებდნენ მონაცვლეობით,ამ რუსმა კი ორივე ამოაგდო.არც დააფასებენ არასდროს როგორც ჩანს,იმედია უკვე ფიქრობს წამოსვლაზე...
Master
14:09 27-10-2023
1
წამოვიდეს ნუთუ თამაში არუნდა არენატრება?!
beqa
10:14 27-10-2023
0

სიახლეები პოპულარული